пятница, 18 декабря 2009 г.

ისტ-ს გამოყენება სწავლების პროცესში

პროექტის სახელი:"კომპიუტერი"
პროექტის მოკლე აღწერა :მოზარდმა გაათვითცნობიეროს, თუ რა შესაძლებლობები აქვს კომპიუტერს და გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენოს ინფორმაციული ტექნოლოგიები თავის საქმიანობაში და გახდეს წარმატებული ადამიანი.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაოდენ საშიშია მავნე ჩვევების შეძენა და მათი წესად დამკვიდრება. კერძოდ, წარმოუდგინონ თავის თანატოლებს, კომპიუტერული თამაშებით მუდმივად დაკავებულ მოზარდს მომავალი რას უქადნის, თუ რაოდენ საშიშია მუდმივად მიჰყვე ამ ერთ საქმეს და სხვა არაფერი აკეთო. მასალა წარმოადგინონ პლაკატების, ბუკლეტების, სლაიდების სახით. ჩაატარონ ლექცია-საუბრები ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ მოწვეულ სპეციალისტებთან, ფსიქოლოგთან, ექიმი ფსიქიატრთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად; სპეციალისტებთნ საუბრების შემდეგ, მოზარდი შეძლებს შეცვალოს და სწორად წარმართოს დამოკიდებულება კომპიუტერის მიმართ. გაიზარდება მასწავლებელთა სასწავლო -საგაკვეთილო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სწორად გადაანაწილონ დრო და გამოიყენონ კომპიუტერი სწავლების პროცესში ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების მიზნით. ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლე გააცნობიერებს ყოველივეს და გადაწყვეტს, რომ დასაწყისშივე უარი თქვან მავნე ჩვევებზე, უფრო მეტიც დაეხმარნონ სხვას ამ ჩვევისაგან.

მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11–17 წელი/მე–5 მე–11 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, შეხვედრები სპეციალისტებთან, "ხაკერებთან", ფსიქოლოგთან, ექიმებთან. მუშა ჯგუფებში, შემდეგ კი სკოლის კონტიგენტთან ლექცია-საუბრები,ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტი, ვიდეო მასალა, პლაკატები, ჩანახატები, ბლოგი შექმნილი მასალის მიხედვით, ვებ საიტი.
სარგებელი სხვებისთვის: ეს პროპაგანდა ეფექტურია ნებისმიერ ასაკის ადამიანისათვის. ჩვენს თანატოლებს გავუღვივებთ სურვილს კომპიუტერი გამოიყენონ სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული -სხვადასხვა საშუალებებით ინტერნეტი, ბიბლიოთეკა. . . სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში და პრეზენტაციაში მონაწილეობა.
ხელოვნება - წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, ბუკლეტების, რეკლამის, ნახატების გამოფენა.
უცხო ენა- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, თარგმნის, აყალიბებს აზრს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების განთავსება.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მაკა მაისურაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: dadiani11@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: